არქი რუსთავი A ახალი, თანამედროვე კომპლექს არქი რუსთავის რიგით პირველი, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლია. საცხოვრებელი კომპლექსი არქი რუსთავი თავისი მრავალფეროვნებითა და ხარისხით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. არქი რუსთავი მდებარეობს ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“, საიდანაც რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, სტამბულის ბაზარი. კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც ქალაქის, ისე თბილისის მიმართულებით. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, კეთილმოწყობილ სივრცეს საბავშვო და სპორტული მოედნებით, საბავშვო ბაღს, ღია და დახურულ ავტოსადგომს. არქი რუსთავი A უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება. ერთ-ერთი გამორჩეულია ენერგოეფექტური, გერმანული Ytong-ის სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. პროექტის ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება HPL პანელები და მიუნხენური ლესვა, რაც მას დახვეწილს, გამორჩეულსა და თანამედროვეს ხდის.