,,ლოკაცია” უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც გეხმარებათ იპოვოთ ბინა სწორ დროს, სწორ ლოკაციაზე.
ჩვენი გზა 2024 წლის ოქტომბერში, 2 -კაციანი გუნდით დაიწყო, რომელმაც მიზნად დაისახა მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურად მორგებული მომსახურების შეთავაზება.
დღეს ,,ლოკაცია“ 20-მდე პროფესიონალისგან შემდგარი გუნდია, სადაც თითოეული პროექტის მენეჯერი ზრუნავს იმაზე, რომ შერჩეული უძრავი ქონება მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს.
ამ დროის განმავლობაში „ლოკაციის“ პარტნიორები გახდნენ საქართველოში წამყვანი დეველოპერული კომპანიები, როგორიცაა: არქი, არქტური, ტრიო ჯგუფი და სხვა.
მაგრამ აქ არ ვჩერდებით, წარმატებული პროექტებისა და კმაყოფილი კლიენტების შემდეგ, „ლოკაცია“ უკვე მზად არის საქართველოს ფარგლებს გასცდეს და საკუთარი გამოცდილება და ხარისხი გლობალურ ბაზარსაც გაუზიაროს.
ლოკაცია დეველოპერებს სთავაზობს სრულფასოვან სტრატეგიულ კონსულტაციას პროექტის ყველა ეტაპზე.
ვეხმარებით სწორი პოზიციონირების, ფასების პოლიტიკის, მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრისა და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.
ლოკაციის მთავარი უპირატესობაა სწორი აუდიტორიისთვის უმოკლეს დროში ინფორმაციის მიწოდება.
ვქმნით ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომელიც რეალურად მოაქვს გაყიდვები და არა უბრალოდ ნახვები.
“ლოკაცია” უმარტივებს მყიდველებს ბინების შეძენის პროცესს ბანკებთან აქტიური თანამშრომლობით, რაც ზრდის გაყიდვების სიჩქარეს და კონვერსიას.
უსაფრთხო და გამჭვირვალე გარიგება ჩვენი უპირატესობაა.
“ლოკაცია” უზრუნველყოფს სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც დეველოპერისთვის, ისე მყიდველისთვის.